შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
NIMD-ის შესახებ

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) ჰოლანდიის პოლიტიკური პარტიების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა და ახალი დემოკრატიის ქვეყნებში დემოკრატიული სისტემის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამჟამად NIMD აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში, აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში 21 ქვეყნის 150 პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობს.

NIMD ხელს უწყობს:

- პოლიტიკური პარტიების ერთობლივ ინიციატივებს, ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის გაუმჯობესების მიზნით
- პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას
- პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის უერთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესებას


საქართველოში NIMD-ის საქმიანობა პოლიტიკური პროცესების ინკლუზიურობის მხარდაჭერას ემყარება, რაც ახალგაზრდა დემოკრატიების განვითარების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. NIMD-ის პროგრამები საქართველოში ემსახურება წამყვანი პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას, დემოკრატიის განათლებას ადგილობრივ დონეზე და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას ეროვნულ დონეზე.

Print Friendly Version of this page Get a PDF version of this webpage
პროექტის დონორი
პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.