საქართველოს ლეიბორისტული პარტია - დასაქმება
- ჩვენი მთავარი ვალდებულებაა უმუშევრობის მოსპობა და ხალხის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა, საშუალო და წვრილი ბიზნესის განვითარება, ქარხნების, ფაბრიკების, გადამამუშავებელი მრეწველობის ამუშავება.
- დაუყოვნებლივ აღდგება დეკრეტების, შვებულებებისა და ბიულეტენების ტრადიციული ინსტიტუტი ყველა კატეგორიის მუშა-მოსამსახურეებისთვის.
- დროებით უმუშევრებისთვის გაიცემა ღირსეული კომპენსაცია.
- შეწყდება უცხოელ მუშა-მიგრანტთა უკანონო შემოყვანა ქვეყანაში.
- მინიმალური ხელფასი და პენსია იქნება საარსებო მინიმუმს ზევით. პენსია გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.
- დაუყოვნებლივ აღდგება სამსახურში ასი ათასობით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი მოქალაქე და აუნაზღაურდება განაცდური.
- სახელმწიფო აპარატში მომუშავე ყველა მუშაკს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი, ხელისუფლების ცვლის მიუხედავად.