შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოს ლეიბორისტული პარტია

საქართველოს ლეიბორისტული პარტია ჩამოყალიბდა 1996 წელს. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ევროპაზე ორიენტირებული ძლიერი, ქართული, დემოკრატიული, სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება ჰარმონიული განვითარების საშუალება.


პარტიის სამოქმედო პრიორიტეტებს მიეკუთვნება: მოსახლეობის სოციალური დაცვა და საბაზრო ეკონომიკაზე სოციალური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან; ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, მეცნიერება და თანამედროვე ტექნოლოგიები; ეროვნულ-სოციალური ეკონომიკის განვითარება; საშუალო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა; სახელმწიფოში ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნა და ინვესტიციების დაცვა;

 

ლიდერი: შალვა ნათელაშვილი


ვებ-გვერდი: www.labour.ge


საქართველოს ლეიბორისტული პარტია - გადმოტვირთეთ სრული ვერსია