მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეები” დაფუძნდა 2001 წლის 15 ივნისს. პრიორიტეტული თემებია: საბაზრო ეკონომიკის განვითარება, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, საგარეო პოლიტიკაში დასავლური ვექტორის მიმართულება.
სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობის საკითხში პარტიის საპროგრამო პრიორიტეტი: უნიტარული სახელმწიფო, სახელწმიფო წყობა-კონსტიტუციური მონარქია.
ფასეულობები: პიროვნების თავისუფლება, შეზღუდული მთავრობა, კანონის უზენაესობა საკუთრების უფლება, თავისუფალი მეწარმეობა, თანაბარი შესაძლებლობები, სოციალური სამართლიანობა, ტრადიციული ღირებულებები და ქართული ოჯახი.
ლიდერი: დავით გამყრელიძე
ვებ-გვერდი: www.nrp.ge
ახალი მემარჯვენეები - გადმოტვირთეთ სრული ვერსია