თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯამური ბიუჯეტი იქნება არა უმეტეს 1 მილიარდი ლარისა (დღევანდელი 1,6 მილიარდის ნაცვლად):
გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა და ჯარი მთლიანად გადავა საკონტრაქტო სამსახურზე;
3-ჯერ შემცირდება შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა. ასევე შემცირდება შეიარაღებისა და აღჭურვილობის ხარჯები, რისი ნაწილიც მოხმარდება ოფიცერთა კორპუსის ნატოს სტანდარტებით განათლებას და სამხედრო ელიტის ჩამოყალიბებას. საქართველოს ეყოლება კარგად გაწვრთნილი პროფესიული არმია 10 000 კაცის ოდენობით, რომელიც მზად იქნება საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო, იმავდროულად, რამდენიმე ქვედანაყოფი განახორციელებს როტაციას საერთაშორისო მისიებში. რეზერვი განისაზღვრება 10 000 კაცის ოდენობით 2015 წლამდე, რის შემდეგაც რეზერვის რიცხოვნობა თანდათან გაიზრდება.