შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა - ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში

ქალთა მონაწილეობის გაზრდა ორი მიმართულებით უნდა მოხდეს – შიდაპარტიული და ზოგადპოლიტიკური. პირველ ასპექტს რაც შეეხება,  დაფუძნდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ქალთა ფრთა, რომელიც მოიაზრება როგორც ქვედა და შუალედურ რგოლებში მომუშავე ქალთა რესურსის დაჯგუფებისა და გაძლიერების მექანიზმი. ქალთა ფრთის ხელმძღვანელი შეყვანილია პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, რომელიც გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა. ქალთა ფრთაში მობილიზებული რესურსიდან უნდა მოხდეს მსურველთა ჩაბმა პარტიული ორგანიზაციის ზედა რგოლებში, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პარტიისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამ გზით პარტია მოკლევადიან პერსპექტივაში გადავა სასურველ მოდელზე, რომელიც საპირისპიროა მოდელისა – პარტიული აქტივისტი ქალები და გადაწყვეტილების მიმღები კაცები. რაც შეეხება ზოგადპოლიტიკურ პროცესს, კოალიცია მიზნად ისახავს, დაიცვას არსებული საკანონმდებლო წამახალისებელი ნორმა საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილ სიაში და თვლის რა, რომ ეს ნორმა მხოლოდ საწყისია და არავითარ შემთხვევაში არ იძლევა კმაყოფილების საფუძველს, მომავალი ეროვნული თუ ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სიაში უფრო მეტი ქალი კანდიდატის ყოლას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს. გარდა ამისა, განსაკუთრებული ძალისხმევა ეთმობა მაჟორიტარობის კანდიდატებად ქალთა დასახელებას და ამ კანდიდატების მაქსიმალურ ხელშეწყობას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას.