ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განმხორციელებლად კვლავ ეროვნული ბანკი გვესახება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც ინფლაციის ზომიერი ტემპებით მიიღწევა. ამასთან, ინფლაცია პროგნოზირებადი უნდა იყოს, რათა მოსახლეობაში არ გაჩნდეს ინფლაციური მოლოდინის განცდა. ჯამში, ზომიერი და პროგნოზირებადი ინფლაცია უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად, ინფლაციის კონტროლის უზრუნველსაყოფად მიგვაჩნია მონეტარული პოლიტიკის მოქმედი ეფექტური ინსტრუმენტები: რეფინანსირების სესხები, ოპერაციები ღია ბაზარზე, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, სავალუტო აუქციონები და ა.შ.