მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისების უმრავლესობის უმთავრესი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი იყო. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, თავის მხრივ, აიძულებს მთავრობებს, მიმართონ სახელმწიფო (შიდა და საგარეო) ვალის პოლიტიკას. საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად უმთავრეს გზად სახელმწიფო ხარჯების რაციონალიზაცია მიგვაჩნია. არამართლზომიერი სახელმწიფო ხარჯების მინიმიზაციის ფონზე შესაძლებელია საბიუჯეტო დეფიციტის მინიმიზაცია/აღმოფხვრა და, შესაბამისად, შიდა და საგარეო ვალის მომსახურებისთვის განკუთვნილი ხარჯების ზრდა. ქვეყანამ სახელმწიფო ვალი მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროებისთვის (მომგებიანი ინფრასტრუქტურული პროექტი, კრიზისი) უნდა აიღოს.