შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა - სახელმწიფო ხარჯები

ეკონომიკის დაჩქარებული განვითარებისთვის აუცილებელია მშპ-ში სახელმწიფო ხარჯების ხვედრითი წილის შემცირება. ეს ნიშნავს სახელმწიფოს შესაძლებლობების კონცენტრირებას მის ძირითად ფუნქციებზე. ყოველივე აღნიშნული მოითხოვს სახელმწიფოს ფუნქციების უკეთ დაზუსტებასა და ხარჯების რაციონალიზაციას. სასურველია, სახელმწიფო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 20-25 პროცენტს არ აღემატებოდეს.