ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა - სოციალური უსაფრთხოება
სოციალური უსაფრთხოება გულისხმობს:
ასაკობრივი პენსიების ზრდას: 2014 წელს იქნება 200 ლარი, 2015 წელს – 220 ლარი, 2016 წელს - 240 ლარი;
შეზღუდული შესაძლებლობის პირების, მარჩენალდაკარგულების, ობლების პენსიების ასაკობრივ პენსიასთან გათანაბრებას;
დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებას და საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას;
უმუშევრის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი შემწეობის შემოღებას;
ენერგომატარებლებზე ტარიფების შემცირებას ;
ძალოვანი სტრუქტურის პენსიონრების პენსიების გადაანგარიშებას;
შიდა ვალების გასტუმრებას - კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროგრამა, 1998-2004 წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანებების გასტუმრება, რეგრესის პენსიონრების და წარმოებით დაზარალებულთა კომპენსაციის გაცემა.