შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა - ჯანდაცვა

ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა უნდა გახ­დეს ხელმისაწვდომი  სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქი­სთ­ვის, მისაღები და კომფორტული - სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­სთ­ვის, სა­დაზ­ღვე­ვო სექ­ტო­რი­სთ­ვის,  ფარმაცევტული ბაზ­რი­სთ­ვის. ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბისა და მართვის ახალი, ოპ­ტი­მი­ზე­ბუ­ლი, გამ­ჭვირ­ვა­ლე და ღია სის­ტე­მა, სა­დაც რა­ცი­ონ­ალ­ურ­ად იქ­ნე­ბა გამოყენებუ­ლი არ­სე­ბუ­ლი ფინანსური სახ­სრე­ბი, მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა და პრო­ფე­სიული კად­რე­ბი.


ჯან­დაც­ვის სის­ტე­მამ უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს:

  • სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სრუ­ლი ხელ­მი­საწვ­დო­მო­ბა;
  • ფი­ნან­სუ­რი რის­კებისგან დაცვა;
  • სა­მარ­თლი­ან­ო­ბა;
  • სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხა­რის­ხის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა.

ჯანდაცვის ახალი სისტემის ჩამოსაყალიბებლად, მიზანშეწონილია, საქართველოს მთელი მოსახლეობა დაიყოს კა­ტე­გო­რი­ებ­ად,  გან­ხორ­ცი­ელ­დეს ე.წ. სუბ­სი­დი­რე­ბის პრინ­ცი­პი: სახლ­მწი­ფო სრუ­ლად ეხ­მა­რე­ბა მათ, ვი­საც თვი­თონ არ შე­უძ­ლია უზ­რუნ­ველ­ყოს თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბა და, ამავე დროს,  ხელს უწ­ყობს და­ნარ­ჩენ მო­სახ­ლე­ობ­ას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხელ­მი­საწვ­დო­მო­ბა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­იყ­ო­ფა მო­სახ­ლე­ობ­ის  ორი ძი­რი­თა­დი ჯგუ­ფი:

  • პირ­ვე­ლი ჯგუ­ფში (უმ­წეო მო­სახ­ლე­ო­ბა) გაერთიანდებიან ად­ამ­ი­ან­ე­ბი, რომ­ლე­ბსაც ას­აკ­ის, ჯანმრთე­ლო­ბისა და სო­ცი­ალ­უ­რი მდგო­მა­რე­ობ­ის გა­მო არ შე­უძ­ლი­ათ, უზრუნ­ველ­ყონ თა­ვი­ანთი ჯან­მრთე­ლო­ბა.  ესენია:
  • ბავ­შვე­ბი 0-18 წლამ­დე;
  • ასაკობრივი პენ­სი­ონ­რ­ე­ბი;
  • შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი;
  • ომისა და შრომის ვეტერანები, ძალოვანი სტრუქტურის პენსიონრები (მე­ო­რე სა­მა­მუ­ლო ომ­ის ყვე­ლა ვე­ტე­რა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებ­ლო­ბი­სთ­ვის საბრ­ძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სამ­შვი­დო­ბო ოპერაც­ი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო პი­რე­ბი - ვე­ტე­რა­ნე­ბი);
  • სტუდენტები;
  • მრავალშვილიანი ოჯახები;
  • დევნილები;
  • მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები.
  • მე­ო­რე ჯგუ­ფი გააერთიანებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნ მო­ქა­ლა­ქეს (მათ შორის,  და­საქ­მე­ბუ­ლი, თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი).


ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ონ­ირ­ე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა რო­გორც პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის წე­სით,  ას­ე­ვე, კერ­ძო სა­დაზ­ღვე­ვო სექ­ტო­რის მეშ­ვე­ობ­ით. სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, ორ­ი­ვე ჯგუ­ფი, მი­იღ­ებს მომ­სა­ხუ­რე­ბის უნ­ივ­ერ­სა­ლურ საბაზისო პა­კეტს, რომლის მიწოდება გან­ხორ­ციელ­დე­ბა პროგ­რა­მუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის გზით.


უნივერსალური საბაზისო პაკეტის ზევით, პირველი ჯგუფი (ბავ­შვე­ბი, პენ­სი­ონრ­ე­ბი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმ­უშ­ევ­რე­ბი, ომ­ის ვე­ტე­რა­ნე­ბი, სტუდენტები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები), ასევე, მიიღებს და­მა­ტე­ბი­თ პა­კე­ტს, რო­მე­ლიც მო­იც­ავს აუც­ილ­ებ­ელ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო, სამ­კურ­ნა­ლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ, სტა­ცი­ონ­არ­ულ გა­და­უდ­ებ­ელ (დამატებით) და გეგმ­ურ დახ­მა­რე­ბას, უზრუნველყოფილი იქნება აუც­ილ­ებ­ე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, რასაც არ ითვალისწინებს უნ­ივ­ერ­სა­ლუ­რი სა­ბა­ზი­სო პა­კე­ტი.


მე­ო­რე ჯგუ­ფს (და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ანუ და­საქ­მე­ბუ­ლი და თვით­და­საქ­მე­ბუ­ლი) შეეძლება, უნივერსალური საბაზისო პაკეტის ზევით, შე­იძ­ინ­ოს სა­დაზ­ღვე­ვო ჯანმრთელობის პა­კე­ტი, რომლის მო­ცუ­ლო­ბასა და ღი­რე­ბუ­ლე­ბას გან­საზ­ღვრავს სა­ხელ­მწი­ფო.


დამატებით პაკეტებს,  როგორც პირველი, ასევე მეორე ჯგუფისთვის შეისყიდიან კერ­ძო სადაზღ­ვე­ვო კომ­პა­ნი­ე­ბი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პირველ ჯგუფს დაზ­ღვე­ვის პო­ლი­სის თან­ხას და­უფ­არ­ავს სა­ხელ­მწი­ფო, ხოლო მეორე ჯგუფი თავად შეიძენს ან გადაუხდის დამსაქმებელი.


საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნ­ივ­ერ­სა­ლუ­რი სა­ბა­ზი­სო პა­კე­ტი მოიცავს:

 

  1. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მე­ბს (მათ შო­რის, მო­სახ­ლე­ობ­ის იმ­უნ­იზ­აც­ია-ვაქცინაცია, სხვადასხვა სკრი­ნინგ პროგ­რა­მა);
  2. პირ­ვე­ლა­დ ჯან­დაც­ვას (ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ-პო­ლიკ­ლი­ნი­კუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, ოჯახის ექ­იმ­ის ინ­სტი­ტუ­ტი);
  3. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას (ამ­ბუ­ლანს-სერ­ვი­სი და კა­ტას­ტრო­ფის მე­დი­ცი­ნა);
  4. გა­და­უდ­ებ­ე­ლ (ურ­გენ­ტუ­ლი) სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას;
  5. ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლ დახ­მა­რე­ბას (მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა);
  6. მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ავ­ად­ებ­ე­ბის მკურნალობას;
  7. ნარ­კო­მა­ნიისა და ალ­კო­ჰო­ლიზ­მის მკურნალობას;
  8. ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის მკურნალობას ;
  9. დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბას (ორ­სუ­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი, გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მშობიარო­ბა);
  10. აივ ინფექცია/შიდ­სის მკურნალობას ;
  11. C ჰე­პა­ტი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კასა და მკურ­ნა­ლო­ბას;
  12. ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ავ­ად­ებ­ებ­ის დი­აგ­ნოს­ტი­კას, მკურ­ნა­ლო­ბას, პა­ლი­ატ­ი­უ­რ დახმარებასა და ჰოსპი­სის  (hospice - დავრდომილთა თავშესაფარი) მომ­სა­ხუ­რე­ბას;
  13. კარ­დი­ოქ­ირ­ურ­გი­უ­ლ მკურ­ნა­ლო­ბას;
  14. სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი და­ავ­ად­ებ­ე­ბის (STD) მკურნალობას;
  15. დი­ალ­იზ­ის პროგ­რა­მას;
  16. ბავ­შვთა სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რ დახ­მა­რე­ბას;
  17. პენ­სი­ონრ­ებ­ის­ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რ პრო­ტე­ზი­რე­ბას;
  18. იშ­ვი­ა­თი და­ავ­ად­ებ­ებ­ის მკურ­ნა­ლო­ბას;
  19. 18 წლამ­დე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობას;
  20. სპეციფიკური მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.