ქრისტიან-დემოკრატები მხარს ვუჭერთ დაბალანსებულ საკონსტიტუციო სისტემას ძლიერი პარლამენტით, რომელიც აყალიბებს მთავრობას და პრეზიდენტით, რომელიც ძლიერი არბიტრის ფუნქციით არის აღჭურვილი. ამიტომაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის მიზანი არის ერთმმართველი პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტება. თუმცა არსებულ საკონსტიტუციო მოდელში არის საფრთხე, რაც გულისხმობს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტის გაძლიერებას და მისგან ახალი დაუბალანსებელი სისტემის მიღებას. ამის აღმოსაფხვრელად:
დღევანდელ მოდელში ასევე შენარჩუნებულია პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის ინსტიტუტი, რაც მას საპარლამენტო-საპრეზიდენტო მოდელთან აახლოვებს. თუმცა, ქრისტიან-დემოკრატები საბოლოოდ მხარს ვუჭერთ სრულად საპარლამენტო მოდელს, სადაც პრეზიდენტი ირჩევა პარლამენტის მიერ, რადგან რჩევნების გამართვა ყოველ წელს და მასთან დაკავშირებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა აფერხებს ინვესტიციების მოზიდვას და ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას.