საქართველოს ლეიბორისტული პარტია - ეკონომიკა
- დაუყოვნებლივ დაიწყება გაჩანაგებული სოფლის აღორძინება.
- ყველგან გაიხსნება სტრატეგიული პროდუქციის - ყურძნის, ხილის, ციტრუსის, ჩაის, ხორცპროდუქტების დამამზადებელი პუნქტები სახელმწიფო დაფინანსებით და გარანტიებით; ყველა რაიონი დაკომპლექტდება მანქანა-ტრაქტორთა სადგურებით, რომლებიც უფასოდ მოემსახურებიან გაჭირვებულ გლეხობას.
- ფერმერებს მიეცემათ უპროცენტო გრძელვადიანი კრედიტი.
- დაწესდება ზღვრული ფასები პირველადი მოთხოვნილების საქონელზე - ფქვილზე, პურზე, შაქარზე, მარილზე, ზეთსა და სხვა პროდუქტებზე.