შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - სოციალური უსაფრთხოება
  • ოჯახი, როგორც სახელმწიფოს საფუძველი, აღიარებული იქნება იურიდიულ პირად და გაეხსნება საბანკო ანგარიში. ახალდაქორწინებულებისთვის ბიუჯეტიდან გადაირიცხება 3000 ლარი. თითოეული ბავშვის დაბადებისთანავე ოჯახს გადაერიცხება 1500 ლარი.
  • სასწრაფოდ განახევრდება ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე, ტრანსპორტზე, სატელეფონო კავშირებზე და სხვა კომუნალურ გადასახადებზე.
  • დაუყოვნებლივ გაუქმდება ყოველგვარი კოლექტიური მრიცხველი.
  • ვიღებთ ვალდებულებას ჩვენი სახელოვანი ვეტერანების წინაშე და მათ მიმართ დაუყოვნებლივ განვახორციელებთ ყველა ტიპის სოციალურ დახმარებასა და შეღავათებს.
  •  გადაუდებლად აღვუდგენთ სოციალურ დახმარებასა და შეღავათებს რეპრესირებულთა ოჯახებს.  
  •  გადაუდებლად დაიწყება ანაბრების გაცემა ეტაპობრივად, პრინციპით - უფროსი ასაკიდან ქვემოთ სამართლიანი კურსით (ბანკში ანაბრის შეტანის მომენტისთვის დაფიქსირებული აშშ დოლარის კურსის შესაბამისად). 
  • უცხოეთში წასული თითოეული ქართველი და, ასევე, აქ დარჩენილი მისი ოჯახი და საკუთრება  იქნება სახელმწიფოს მთავარი საზრუნავი.