ჩვენი მთავარი ვალდებულებაა უმუშევრობის მოსპობა და ხალხის დასაქმება, სამუშაო ადგილების შექმნა, საშუალო და წვრილი ბიზნესის განვითარება, ქარხნების, ფაბრიკების, გადამამუშავებელი მრეწველობის ამუშავება.
დაუყოვნებლივ აღდგება დეკრეტების, შვებულებებისა და ბიულეტენების ტრადიციული ინსტიტუტი ყველა კატეგორიის მუშა-მოსამსახურეებისთვის.
დროებით უმუშევრებისთვის გაიცემა ღირსეული კომპენსაცია.
შეწყდება უცხოელ მუშა-მიგრანტთა უკანონო შემოყვანა ქვეყანაში.
მინიმალური ხელფასი და პენსია იქნება საარსებო მინიმუმს ზევით. პენსია გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით.
დაუყოვნებლივ აღდგება სამსახურში ასი ათასობით სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილი მოქალაქე და აუნაზღაურდება განაცდური.
სახელმწიფო აპარატში მომუშავე ყველა მუშაკს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი, ხელისუფლების ცვლის მიუხედავად.