შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საქართველოს ლეიბორისტული პარტია - განათლება

  • ადამიანი ჩასახვიდან და დაბადებიდან იქნება სახელმწიფოს მთავარი ზრუნვის ობიექტი; მშობიარობა, საბავშვო ბაგა-ბაღი, საშუალო, უმაღლესი, სამეცნიერო განათლება  დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 
  • მასწავლებლის ხელფასი გაუტოლდება მოსამართლის ანაზღაურებას.
  • თავის ავტონომიურ უფლებებში სრულად აღდგება უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, მეცნიერებათა აკადემია, მისი სამეცნიერო-კვლევითი უწყებები. 
  • სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკა დაეფუძნება ეროვნული მეცნიერების, კულტურის, სპორტის განვითარებას და არა ჩვენი ხალხის, ახალგაზრდობის გადაქცევას მოსამსახურე და მოჯამაგირე პერსონალად.