შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - თავდაცვა

თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების სფეროში ჩვენი მიზანია მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი,  ნატოს სტანდარტების შესაბამისი მობილური შეიარაღებული ძალების შექმნა და იქ  ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის დასავლური სტანდარტების უზრუნველყოფა. ამისათვის:

  • უნდა გაუქმდეს სამხედრო სავალდებულო გაწვევა, არმია სრულად უნდა გადავიდეს საკონტრაქტო პრინციპზე, მოხდეს შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია;
  • უნდა დაინერგოს ანაზღაურებისა და სოციალური უზრუნველყოფის დასავლური სტანდარტები;
  • შეიარაღებული ძალების ბიუჯეტის 40-45% სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ დაცვას უნდა მოხმარდეს;
  • არმია უნდა გადაიარაღდეს და ნატოს სტანდარტებზე  გადავიდეს, რისთვისაც:
    • მშპ-ის მინიმუმ 2% უნდა გამოიყოს თავდაცვაზე;
    • ეტაპობრივად უნდა შეიქმნას რეზერვის მრავალსაფეხურიანი სისტემა;