geo
  • geo
  • eng
  • arm
  • azr
შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საარჩევნო სუბიექტი(1)
  • საარჩევნო სუბიექტი(1)
  • ახალი მემარჯვენეები
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ქართული ოცნება
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა
საარჩევნო სუბიექტი(2)
  • საარჩევნო სუბიექტი(2)
  • ახალი მემარჯვენეები
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ქართული ოცნება
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა
საარჩევნო სუბიექტი(3)
  • საარჩევნო სუბიექტი(3)
  • ახალი მემარჯვენეები
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ქართული ოცნება
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა
თემა
  • თემა
  • კონსტიტუცია და პოლიტიკური სისტემა
  • განათლება
  • დასაქმება
  • ჯანდაცვა
  • სოციალური უსაფრთხოება
  • ეკონომიკა
  • ინფლაცია
  • გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა
  • სახელმწიფო ხარჯები
  • სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი
  • ეკონომიკური პარამეტრები
  • თავდაცვა
  • იძულებით გადაადგილებული პირები
  • ტერიტორიული მთლიანობა
  • უმცირესობათა უფლებები
  • ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში
  • გარემოს დაცვა
  • საგარეო პოლიტიკა
  • სტრატეგიული თანამშრომლობა
  • რეგიონული თანამშრომლობა
  • უსაფრთხოების პოლიტიკა
  • ბიუჯეტის დანაწილება
ახალი მემარჯვენეები - უსაფრთხოების პოლიტიკა
  • ქვეყნის უსაფრთხოების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება;
  • რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ოკუპირებული რეგიონების ინტენსიური მილიტარიზაცია, კერძოდ, იქ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ნაწილების, ასევე, მისი უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ჯარების განლაგება ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, ემუქრება მის და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას;
  • ჩვენ ვთვლით, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის საბოლოო მიზანი, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად,  იყო   ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსის შეცვლა. დღესაც არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთი ეცდება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევნის რეალიზაციისთვის ხელის შეშლას და ქვეყნის რუსულ ორბიტაზე ძალით დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, არსებობს ახალი რუსული აგრესიის რისკი. ჩვენი მიზანია ამ რისკის შემაკავებელი ფაქტორების შექმნა და უკვე არსებული ასეთი ფაქტორების გამოყენება (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა, საერთაშორისო მხარდაჭერა და ა.შ.)

 

ჩვენი პრიორიტეტები ამ მიმართულებით იქნება:

  • საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დამყარებული  მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მეგობარი ქვეყნების ხელშეწყობით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენა;
  • დეოკუპაციის შემდეგ იქ მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო რეინტეგრაცია;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნება, მათი ქონებრივი უფლებების აღდგენა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა;
  • საქართველოს სურვილია, იქონიოს რუსეთთან კეთილმეზობლობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობა, რაც ვერ მოხდება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და დეოკუპაციის განხორციელების გარეშე;
  • საქართველო მხარს უჭერს კავკასიის რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე.