საქართველომ უნდა გააგრძელოს და განამტკიცოს მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური, პარტნიორული ურთიერთობა:
აზერბაიჯანთან და სომხეთთან ისტორიულად ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობებიდან გამომდინარე, უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს მათთან თანამშრომლობა და გაღრმავდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობები;
უნდა გაგრძელდეს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში;
უნდა გაღრმავდეს თურქეთთან ურთიერთობა, სავაჭრო, ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში;
აუცილებელია ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა, ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრება, აქტიური მონაწილეობა ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.