შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - სტრატეგიული თანამშრომლობა
ჩვენი უმთავრესი მიზანია  საქართველოს  ევროპულ და ევროატლანტიკურ  სტრუქტურებში გაერთიანება; ამავე დროს, საქართველო  კოლექტიური უსაფრთხოების სისტემაში უნდა იყოს არა მხოლოდ ბენეფიციარი -  ჩვენმა ქვეყანამ არა მარტო უნდა ისარგებლოს ნატოს სიკეთით,  არამედ თვითონაც  შეიტანოს თავისი წონადი  წვლილი ბლოკის  გაძლიერებაში.

ამ მიზნით მნიშვნელოვანია:

  • თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანეს  სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელიც  აქტიურად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას;
  • ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობა,  ევროპულ ოჯახში  ადგილის  დამკვიდრება, აქტიური მონაწილეობა ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.