geo
  • geo
  • eng
  • arm
  • azr
შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
საარჩევნო სუბიექტი(1)
  • საარჩევნო სუბიექტი(1)
  • ახალი მემარჯვენეები
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ქართული ოცნება
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა
საარჩევნო სუბიექტი(2)
  • საარჩევნო სუბიექტი(2)
  • ახალი მემარჯვენეები
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ქართული ოცნება
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა
საარჩევნო სუბიექტი(3)
  • საარჩევნო სუბიექტი(3)
  • ახალი მემარჯვენეები
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
  • კოალიცია ქართული ოცნება
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  • ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა
თემა
  • თემა
  • კონსტიტუცია და პოლიტიკური სისტემა
  • განათლება
  • დასაქმება
  • ჯანდაცვა
  • სოციალური უსაფრთხოება
  • ეკონომიკა
  • ინფლაცია
  • გადასახადები და ფისკალური პოლიტიკა
  • სახელმწიფო ხარჯები
  • სახელმწიფო ვალი და საბიუჯეტო დეფიციტი
  • ეკონომიკური პარამეტრები
  • თავდაცვა
  • იძულებით გადაადგილებული პირები
  • ტერიტორიული მთლიანობა
  • უმცირესობათა უფლებები
  • ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში
  • გარემოს დაცვა
  • საგარეო პოლიტიკა
  • სტრატეგიული თანამშრომლობა
  • რეგიონული თანამშრომლობა
  • უსაფრთხოების პოლიტიკა
  • ბიუჯეტის დანაწილება
ახალი მემარჯვენეები - ტერიტორიული მთლიანობა

საქართველო მოწოდებულია, აღიდგინოს და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა და უზრუნველყოს ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დაცვა მის ხელთ არსებული ყველა სამართლიანი და მშვიდობიანი საშუალების გამოყენებით.

 

ამისთვის კი უნდა მივაღწიოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციას, იქ მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო რეინტეგრაციას და სუვერენიტეტის აღდგენას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე:

  • ქვეყნის უსაფრთხოებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იქნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება;
  • საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება;
  • საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა.  ამ მისიამ უნდა მოიცვას ოკუპირებული ტერიტორიებიც, როგორც განსაზღვრულია მისი მანდატით;
  • ჩვენ ერთგული დავრჩებით  საქართველოს მიერ  ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულებისა;
  • ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, რომელიც   მიმზიდველს გახდის საქართველოში ცხოვრებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.