იძულებით გადაადგილებული პირების დიდი ნაწილი დღემდე გაუსაძლის პირობებში იმყოფება, მათი უმრავლესობა მოკლებულია დასაქმებისა და შემოსავლის ქონის შესაძლებლობას და სახელმწიფო დახმარებაზეა დამოკიდებული. აუცილებელია ასეთ ოჯახებს არსებობის ღირსეული პირობები შევუქმნათ. ხოლო მათ, ვისაც სოფლის მეურნეობით დაკავება სურს, უნდა შევთავაზოთ დასახლება საქართველოს სხვადასხვა რაიონში არსებულ სოფლებში, სადაც მიგრაციის შედეგად თავისუფალი საცხოვრებელი ადგილები გაჩნდა. თითოეულ ასეთ ოჯახს უნდა გამოეყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი მოწყობილი მეურნეობით, რათა შეძლოს ფერმერული საქმიანობის განვითარება.