შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - გარემოს დაცვა
მომავალი თაობების უსაფრთხოებისა და ქვეყნის ჰარმონიული, მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია, დღესვე დავიწყოთ გარემოზე ზრუნვა. ამისათვის:

  • უნდა შეიქმნას და განმტკიცდეს საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების არაეფექტური გამოყენების ეკონომიკური და საკანონმდებლო ბარიერები;
  • მოძიებული და განვითარებული უნდა იყოს ენერგიის ალტერნატიული წყაროები;
  • ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული გამონაბოლქვებით, ქიმიური ნივთიერებებით და სხვა სახის ნაგვით გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე დასაყვანად;
  • უნდა ჩამოყალიბდეს ეკოლოგიური კულტურა და მოსახლეობაში პოპულარიზაცია  გაეწიოს  გარემოს დაცვას.