შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, მათი მონაწილეობა პოლიტიკაში, განსაკუთრებით, გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე, ძლიერ დაბალია. ქვეყნის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებების დაცვა და  ქალებისთვის ხელის შეწყობა, აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში.

ამისათვის:
  • სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამის მეშვეობით ხელი უნდა შეეწყოს პოლიტიკურ პარტიებში ქალების კარიერულ წინსვლას და მათ აქტიურ მონაწილეობას არჩევნებში როგორც პარტიული სიებით, ასევე, მაჟორიტარულ კანდიდატებად („ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის დადგენილებით, 2012 წლის საპარლამენტო და ყველა შემდგომი არჩევნების პარტიული სიის მინიმუმ 30%-ს ქალები წარმოადგენენ);
  • უნდა მოხდეს ქალების მიერ უმაღლესი განათლების მიღების პოპულარიზაცია;
  • ხელი უნდა შეეწყოს ქალების ჩართვას ბიზნესში სპეციალური საკონსულტაციო პროგრამებისა და იაფი საკრედიტო რესურსების მიწოდების გზით;
  • ქვეყანაში საჭირო რაოდენობით უნდა იყოს ბავშვთა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, რათა ბავშვის აღზრდა არ გახდეს შემაფერხებელი ფაქტორი დედის პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.