საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია უმცირესობათა უფლებების დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. ჭეშმარიტად პლურალისტული საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს მოსახლეობის თანაბარი ჩართულობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, რისთვისაც ხელი უნდა შეეწყოს უმცირესობებისთვის ქართული ენის სწავლებას, მათ ინტეგრირებას, განათლებას და ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, აუცილებელია ყველა საჭირო პირობის შექმნა ამ ჯგუფების იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის.