შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - ეკონომიკური პარამეტრები
2012–2016 წლების პერიოდში განხორციელებული ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგების წარმატების კრიტერიუმებად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ეკონომიკური ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი – არა ნაკლებ 8%;
  • ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2016 წლისთვის – 43-45 მილიარდი ლარი;
  • სახელმწიფო საბიუჯეტო ხარჯების თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში – არა უმეტეს 24-25%-ისა;
  • სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში – არა უმეტეს 40%-ისა;
  • საბიუჯეტო დეფიციტის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში – არა უმეტეს 3%-ისა.