შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ახალი მემარჯვენეები - ინფლაცია

ინფლაცია, გონივრული და სწორი პოლიტიკის პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან კონტროლირებადი და რეგულირებადი ეკონომიკური კატეგორიაა. ქვეყანაში ინფლაციის, ასევე, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და სერვისებზე ფასების ზრდის მთავარი მაპროვოცირებელი და განმსაზღვრელია ოთხი ძირითადი მიზეზი:

  • გარე ფაქტორები და მსოფლიო ეკონომიკურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციები;
  • ბიუჯეტის დეფიციტი და მნიშვნელოვნად გაბერილი ხარჯვითი პოლიტიკა;
  • მონოპოლიების და ოლიგოპოლიების მიმართ ხელისუფლების ლოიალური და შემრიგებლური პოლიტიკა;
  • შიდა წარმოების დაბალი მაჩვენებელი და იმპორტის მაღალი წილი საერთო მოხმარებაში.

 

ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 2-3%-ს. მისი კონტროლისა და მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენება:

  • ეროვნული ბანკის მხრიდან მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება;
  • საბიუჯეტო ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაცია და სახელმწიფო ხარჯების შემცირება;
  • მცირე მთავრობის პოლიტიკის განხორციელება, რაც სახელმწიფო აპარატის რიცხოვნების ოპტიმიზაციას და სახელმწიფო აპარატის შენახვაზე გასაწევი ხარჯების შემცირებას გულისხმობს;
  • აქტიური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება - ბაზარზე თავისუფალი საბაზრო ფასწარმოქმნის და ეკონომიკური სუბიექტებისთვის ბაზრებზე თავისუფალი შეღწევადობის პირობების უზრუნველყოფა.