სახელმწიფო ვალის და საბიუჯეტო პოლიტიკის ეფექტური მართვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია „ეკონომიკური თავისუფლების აქტით“ განსაზღვრული მაკროეკონომიკური პარამეტრების კონტროლის ლიმიტებისა და შეზღუდვების მაჩვენებლების დაცვა. კერძოდ:
ამასთან, კრიზისული ეკონომიკური სიტუაციების პრევენციის მიზნით, აღნიშნული ლიმიტების და შეზღუდვების თითოეულ მაჩვენებელში საჭიროა შეიქმნას სარეზერვო ლუფტი, ანუ ე.წ. „ბალიში“ 20-25%-ის ოდენობით, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას, საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობისა და საჭიროების შესაბამისად, მაკროეკონომიკური პარამეტრების კონტროლის ლიმიტებისა და შეზღუდვების დარღვევის გარეშე, მოახდინოს ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირება სახელმწიფო ვალთან და საბიუჯეტო დეფიციტთან დაკავშირებით.