უნდა გაორმაგდეს განათლების ბიუჯეტი და გაიზარდოს 16%-მდე (მშპ-სთან მიმართებაში - 5%, დღეს არსებული 2,2 %-ის ნაცვლად);
უნდა გაიზარდოს პედაგოგების კვალიფიკაცია ანაზღაურების გაზრდითა და გადამზადებით;
პრიორიტეტული და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ქვეყნისთვის საჭირო პროფესიები, წახალისდეს პედაგოგის, ინჟინრის, აგრონომის, ვეტერინარის პროფესია;
უმაღლეს სასწავლებელში სწავლება უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, განსაკუთრებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სპეციალობებზე;
ხელი უნდა შეეწყოს საუნივერსიტეტო მეცნიერების გაძლიერებას დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის გზით;
უნდა გაიზარდოს პროფესიული განათლების დაფინანსება და შეადგინოს განათლების ბიუჯეტის 1,6 %;
დაწყებითი და საბაზო განათლების საფეხურებზე მოსწავლეთა სახელმძღვანელოებით სრული უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე;
სასკოლო განათლება უნდა გადავიდეს სამსაფეხურიან სისტემაზე: 1. დაწყებითი განათლება (1-6), 2. ბაზისური განათლება (6-10 კლასი), რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე მიიღებს შესაბამის დიპლომს და შეძლებს, დაიწყოს მუშაობა ან გააგრძელოს სწავლა პროფესიულ სასწავლებელში; 3. ბოლო საფეხურის (11-12 კლასი) დასრულება აუცილებელია იმისათვის, რომ ახალგაზრდამ სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სასწავლებელში;
ხელი უნდა შეეწყოს ინკლუზიურ სწავლებას;
უნდა მოხდეს განათლების სისტემის დეცენტრალიზაცია და დეპოლიტიზაცია და გაიზარდოს სკოლისა და უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია;
სკოლაში უნდა დაბრუნდეს არა მარტო ბავშვი, არამედ განათლებაც.