შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - იძულებით გადაადგილებული პირები
ჩვენი მთავარი მიზანია  იძულებით გადაადგილებულ პირთა  ღირსეული დაბრუნება, ხოლო საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაციამდე ღირსეული საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა.  დევნილთა პირობების გაუმჯობესებაზე მუშაობის პერიოდში ხდება ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება და დანერგვა.  ჩვენი მიზანია გააგრძელდება დევნილთა დახმარების პროგრამები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამუშაო ადგილების შექმნა და მათი სოციალურ­ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებამდე. რეგიონებში ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო პროექტები, რომლის მიზანია დევნილებისათვის სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ჩართვა ეკონომიკური განვითარების ინიციატივებში, რაც დევნილ ოჯახებს საშუალებას აძლევს იქონიონ საკუთარი შემოსავლის წყარო და გაიუმჯობესონ საყოფაცხოვრებო პირობები.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთხწლიანი პროგრამის პრიორიტეტია დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება როგორც საცხოვრებელი ფართით, ისე დასაქმებით, ჯანდაცვის გაუმჯობესებითა და სოფლის მერნეობის განვითარების ხელშეწყობით. ასევე ახალი პროგრამის ამოქმედება რომელიც შეისწავის დევნილთა საჭიროებების კონკრეტული ინფორმაციის შეგროვებით რაც გაამარტივებს კომუნიკაციას.