შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიზანია  ხელი შეუწყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანაბარ მონაწილეობას.  ამ მიზნის ხელშეწყობისათვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა  პოლიტიკური პარტიებისათვის წახალისების ზომების შემოღება.  ამის მაგალითია საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილება, რომლიც მიხედვითაც თუ კი რომელიმე პარტიას არჩევნების დროს პარტიულ სიაში ყოველ 10 ადამიანზე წარმოდგენილი ეყოლება 2 განსხვავებული სქესის ადამიანი მიიღებს 10%-ით მეტ სახელმწიფო დაფინანსებას.


პარტიაში შექმნილია ახალი სტრუქტურული ერთეული - გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი, რომლის ამოცანებია: გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის ყველა დონეზე.


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელს უწყობს სამშვიდობო პროცესებში ქალთა ფართო, აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფას საერთაშორისო და ეროვნულ დონეებზე. მსგავსი და სხვა აქტივობების მხარდასაჭერად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შექმნილია გენდერული საბჭო.