შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ინფლაცია

საქართველო არის მცირე ღია ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას რომ გლობალური ინფლაციური ტენდენციები გარკვეულწილად აისახება ქვეყნანაში ფასთა დინამიკაზე. ამის გათვალისწინებით, საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთობლიობა ბოლო წლების განმავლობაში ყოველთვის იყო მიმართული იმაზე რომ მოგვეხდინა გლობალური ფასების დინამიკიდან გამომდინარე რყევების მაქსიმალური ნეიტრალიზაცია და შეძლებისდაგვარად შეგვენარჩუნებინა ფასების სტაბილურობა.


ერთნიშნა ინფლაციის შენარჩეუნება არის ეკონომიკური სიჯანსაღისთვის და კერძო სექტორის განვითარებისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ეს ამოცანა ბოლო 8 წლის განმავლობაში არსებითად შესრულდა და საშუალო ინფლაციის დონე დაახლოებით 7% იყო.


ეკონომიკურ ამოცანას წამოადგენს გრძელვადიან პერიოდში ამ მაჩვენებლის 5-7%-ის ფარგლებში შენარჩუნება, რაც საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების გათვალისწინებით ადეკვატურ ნიშნულია. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა (ინფლაციის კონტროლი) საქართველოს ეროვნული ბანკის ამოცანაა.


საქართველოს ეროვნული ბანკი  და საქართველოს მთავრობა, ფულად-საკრედიტო და ფისკალური პოლიტიკის კოორდინაციის საშუალებით უზრუნველყოფენ ეროვნული ვალუტის მდგრადობას, სანდოობას და ინფლაციის კონტროლს.


გარე ფაქტორებით გამოწვეული ე.წ „ეგზოგენური“ ინფლაციის რისკებთან ბრძოლის ეფექტურობა უკავშირდება ქვეყანაში დანერგილი ლიბერალური ეკონომიკური მოდელის სიმყარის შენარჩუნებას, ეკონომიკის ზრდას და სტრუქტურულ განვითარებას, სავაჭრო დივერსიფიკაციას და კონკურენტული ბიზნეს გარემოს შენარჩუნებას.