ბიუჯეტის ხარჯების და არა ფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობა მშპ-თან მიმართებაში უნდა შენარჩუნდეს 30%-ის მიდამოებში. სწრაფად მზარდი ეკონომიკის პირობებში, აღნიშნული შეფარდება იძლევა საშუალებას რათა, ერთის მხრივ, უზრუნველვყოთ სახელმწიფო ასიგნებების, მათ შორის სოციალური ხარჯების, ადეკვატური და მზარდი დონე, ხოლო მეორეს მხრივ შევინარჩუნოთ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი რათა ჩამოყალიბდეს ეკონომიკური განვითარების მდგრადი მოდელი, სადაც დინამიური კერძო სექტორი არის ძირითადი დამსაქმებელი და ეკონომიკური განვითარების საკვანძო მოტივატორი.