მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი ჯანდაცვის მიღწევის მიზნით გაგრძელდება სადაზღვევო სისტემის განვითარება, რათა მოსახლეობას საშუალება ჰქონდეს მაღალხარისხიანი ჯანდაცვის მისაღებად ჩაერთოს სახელმწიფო თუ კერძო სადაზღვევო სქემებში. უახლოეს მომავალში შეიქმნება საბაზო სადაზღვევო პაკეტი, რომელშიც შევა როგორც ამბულატორიული მომსახურება, ასევე წამლების თანადაფინანსების გაზრდილი სია. ამ სადაზღვევო პაკეტით წლის ბოლოს საქართველოში ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანი, ასევე 0 - დან 6 წლამდე ბავშვი, სტუდენტები, ჯარისკაცი, მასწავლებელი, პოლიციელი, იძულებით გადაადგილებულ პირი და ყველა პენსიონერი იქნება დაზღვეული სახელმწიფოს მიერ. ასევე უახლოეს მომავალში ყველა მოქალაქეს, რომელიც არ მიეკუთვნება აღნიშნულ ჯგუფებს, ექნება საბაზისო სადაზღვეო პაკეტი. ყოველივე ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს თავი იგრძნონ უსაფრთხოდ და არ შეეშინდეთ ექიმთან მისვლა, რათა ჩაიტარომ სათანადო გამოკვლება და მკურნალობა.