უმუშევრობის დაძლევის საუკეთესო საშუალება ეკონომიკური პროგრესი და ბიზნესის განვითარებაა. სტაბილური ეკონომიკური მდომარეობის შექმნა უმუშევრობის პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტაა. სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრიორიტეტი კერძო ინიციატივის წახალისება და მაღალკვალიფიციური კადრების მომხადებაა.
იმისათვის რომ ვებრძოლოთ ამ პრობლემას, სახელმწიფო და საზოგადოება უნდა ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას უმუშევრობის შესახებ. ამიტომ შეიქმნა დასაქმების სახელმწიფო სამინისტრო, რომელიც აწარმოებს უმუშევართა და დამსაქმებელთა რეესტრს. ეს ინსტიტუტი სამსახურის მაძიებელს დაეხმარება სამსახურის პოვნაში, ხოლო დამსაქმებელს ხელს შეუწყობს სასურველი კადრების მოძიებასა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების განვითარებაში. უმუშევრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, ასევე მნიშვნელოვანი იქნება პროფესიული გადამზადების სისტემის დახვეწა და ეფექტური გამოყენება. ყველა მსურველი სახელმწიფოსგან მიიღებს პროფესიული გადამზადების ვაუჩერს, რაც მთლიანად უფასოს გახდის განათლების პროცესს ამ მიმართულებით.
რამდენადაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყარო კერძო ბიზნესის ზრდა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაა, ჩვენი ამოცანაა ვიზრუნოთ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე და გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს საშუალებას მოგვცემს, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები:
აღნიშნული ღონისძიებების საერთო მიზანი იქნება, გადამწყვეტი დარტყმა მივაყენოთ უმუშევრობას და თითოეულ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა ახალი ცოდნით, ახალი კვალიფიკაციით იპოვოს თავისი ადგილი უფრო ძლიერ საქართველოში.