შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - კონსტიტუცია და პოლიტიკური სისტემა

ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები ცვლის მთავრობის სტრუქტურას და აბალანსებს ძალაუფლებას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, რათა თავიდან იქნას აცილებული ძალაუფლების კონცეტრირება, აძლიერებს კერძო საკუთრების დაცვას, სასამართლოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობას და ზრდის პოლიტიკური პარტიების როლს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  ეს ზრდის შესაძლებლობას ოპოზიციისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღებისა და ანგარიშვალდებულების პროცესში და აადვილებს ჩართულებითი და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარებას, აძლიერებს პოლიტიკურ სტაბილურობას და ამცირებს ინსტიტუციურ მიზეზებს კონფრონტაციისთვის. ცვლილებები ქმნის კარგ საფუძველს პოლიტიკური სისტემის შემდგომი განვითრებისთვის.


ცვლილებები აწესებს მმართველობის ე.წ. „შერეულ სისტემას“ - ძლიერი პარლამენტი, მთავრობა, რომელიც ფორმირებული და პირდაპირ ანაგრიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს საერთაშორისო ურთიერთობებში, არის შეირაღებული ძალების მთავარსარდალი.