შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - უსაფრთხოების პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების მთავარი წინაპირობაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც გაანეიტრალებს შიდაპოლიტიკურ დაძაბულობას, პოზიტიურად იმოქმედებს საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტული მიმართულებებია, აგრეთვე, სოციალური პრობლემების განეიტრალება, უმუშევრობის მკვეთრი შემცირება და ევროპული სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკა უმცირესობების მიმართ. უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მექნიზმების შექმნის, დეოკუპაციისა და კონფლიქტების მოგვარების საფუძვლის მოსამზადებლად აუცილებელია მოლაპარაკებების პროცესის დაწყება როგორც რუსეთთან, ისე, სეპარატისტულ რეგიონებთან. პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, აგრეთვე, ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილი, დეპოლიტიზებული ძალოვანი სტრუქტურების, სამხედრო ძალებისა  და მათი მაღალორგანიზებული რეზერვის ჩამოყალიბებას.