შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - სტრატეგიული თანამშრომლობა
საქართველო სრულად უნდა იზიარებდეს მოვალეობებს მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიმართებით, საერთაშორისო ძალისხმევაში, კერძოდ კი, ნატოს სამხედრო ოპერაციებში წვლილის შეტანა, უნდა განიხილებოდეს როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ერთ-ერთი კომპონენტი და არა როგორც ნაცვალგებითი შენატანი პოლიტიკური მხარდაჭერის მისაღებად. ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ  მოკავშირესთან, ურთიერთობას საქართველო წარმართავს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პირობებით. ქარტიაში, ისევე როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებებში, დასახული ამოცანების შესრულებას საქართველო, პირველ რიგში, უნდა განიხილავდეს როგორც   ვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე.