შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო ურთიერთობების კურსი განისაზღვრება საქართველოს შიდა ინტერესების გათვალისწინებით. მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფაა. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების ორგანიზაციაში გაერთიანებისკენ სწრაფვა, პირველ რიგში, გულისხმობს სახელმწიფოს დემოკრატიული მართვისა და ადამიანის უფლებათა სფეროში დამკვიდრებული ფასეულობების გაზიარებას და არასაომარი რიტორიკის  გაძლიერებას. საქართველო უნდა ისწრაფოდეს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით რუსეთთან დიალოგის დასაწყებად, რომლის მიზანი იქნება  ორმხრივი და თანაზომადი კომპრომისების საფუძველზე ორმხრივ ურთიერთობებში არსებული კრიზისის დაძლევა. ქვეყნის პოლიტიკური პროფილი მიმზიდველი უნდა იყოს მშვიდობიანი ხასიათით და არა  აგრესიულობით.