კოალიცია ქართული ოცნება - იძულებით გადაადგილებული პირები
იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების ღირსეული დაბრუნებისთვის უნდა შეიქმნას ყველა წინაპირობა, ხელსაყრელი გარემო და უსაფრთხოების გარანტიები;
შენარჩუნებული უნდა იყოს დევნილთა ისტორიული მეხსიერება – ქართველების, აფხაზებისა და ოსების თანაცხოვრებით შეძენილი გამოცდილება, რაც მომავალში მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების საწინდარი გახდება;
უნდა შეიქმნას სოციალური ადაპტაციის გეგმა საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების სრულფასოვნად მონაწილეობისთვის ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში; საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა მოხდეს დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობის აღწერა, რათა შემდგომში შეიქმნას მიზანმიმართული დახმარებისა და დასაქმების პროგრამები;
დევნილთა მდგომარეობის, პრობლემების შესწავლისა და მათ მოგვარებაზე მუშაობის პროცესში საჭიროა თავად დევნილებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო აქტიური მონაწილეობა, ასევე, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების გათვალისწინება.