უნდა არსებობდეს ხელისუფლების პოლიტიკური ნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმებისთვის მათი სპეციალობისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით, როგორც სახელმწიფოს მართვის ცენტრალურ აპარატში (საკანონმდებლო, აღმასრულებელი), ისე, დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებში, რეგიონულ ერთეულებში;
ლიდერთა ინსტიტუტის შექმნა ეროვნულ უმცირესობათა ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის იმ მიზნით, რომ სამომავლოდ შეიძლებოდეს მათი გამოყენება სახელმწიფოს მართვის სისტემაში;
უფასო იურიდიული საკონსულტაციო ცენტრების გახსნა კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში და ტრენინგების მოწყობა უფლებათა სფეროში;