შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
კოალიცია ქართული ოცნება - ინფლაცია

  • მოვახდენთ ინფლაციის რეალური მაჩვენებლის დადგენას;
  • ინფლაციის   დადგენილი მაჩვენებელი   დაემყარება რეალურ გათვლებს და გახდება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის გრძელვადიანი  მიზნობრივი ორიენტირი;
  • ფულად-საკრედიტო რეგულირების მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მონეტარული რეგულირების ინსტრუმენტებს;
  • სახელმწიფო  ბიუჯეტის  დაგეგმვის დროს გათვალისწინებული იქნება   მონეტარული  სტაბილურობის პრინციპი და  ხარჯვითი  პოლიტიკა  იქნება გეგმაზომიერი;
  • განისაზღვრება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები. ფულის მასა იქნება ეროვნული შემოსავლის ზრდის შესაბამისი;
  • საქართველოს ეროვნული ბანკი გათავისუფლდება პოლიტიკური წნეხისგან, იქნება რეალურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისას და მისი ძირითადი მიზანი იქნება ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა.