ჩვენ ვირჩევთ მცირე ზომის მთავრობის მოდელს, რომლის პირობებშიც ეკონომიკის განვითარება კერძო სექტორს და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას უნდა დაეფუძნოს. საბიუჯეტო პოლიტიკა ხარჯების ეფექტიანობაზე იქნება ორიენტირებული. ყველა დონის ბიუჯეტის ჯამური ხარჯები იქნება მშპ-ის 30%-ის ფარგლებში.