ჩვენ მიერ შემუშავებული დასაქმების პოლიტიკა ეფუძნება ადამიანის უფლებების დაცვის, შრომის თავისუფლებისა და ღირსეული საარსებო პირობების შექმნის პრინციპებს.
ამ პოლიტიკის განხორციელების შემთხვევაში თითოეულ ადამიანს გაუჩნდება შესაძლებლობა:
შედეგად:
სამუშაო ადგილების შესაქმნელად მნიშვნელოვანია ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება და ინვესტიციები იმ სფეროებში, რომლებშიც უნდა შეიქმნას სამუშაო ძალის მოთხოვნა. ჩვენი ხედვები ორიენტირებულია ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა სამუშაო ძალა გახდეს თანამედროვე ტექნოლოგიური მოთხოვნებისა და ინოვაციური განვითარების შესაბამისი.
დასაქმებაზე ორიენტირებული პოლიტიკა გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რეალურ განვითარებას. ეკონომიკურმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს სოფლის მეურნეობის, მასთან დაკავშირებული გადამმუშავებელი დარგების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამ მიზნით ჩამოყალიბდება საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი. მნიშვნელოვანი ამოცანაა შრომის ბაზრის სტრუქტურაში დაქირავებით მომუშავეთა რიცხვის განუხრელი ზრდა, აგრეთვე, თვითდასაქმებულთა წილის შემცირება ცალკეულ სექტორებში (ძირითადად, აგრარული სექტორი) კოოპერაციის, კომერციალიზაციის დონის ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად.
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეფექტიანი და ცივილიზებული შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. შრომის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ამ ამოცანის შესრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ცივილიზებული შრომის ბაზრის ფორმირებისთვის საჭიროა: