შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად

საარჩევნო სუბიექტებისათვის

ქვემოთ მოყვანილი კითხვარი განკუთვნილია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისათვის. დაინტერესებულ სუბიექტებს საშუალება აქვთ გამოგზავნონ შევსებული კითხვარი ელ. ფოსტის მისამართზე: contact@nimd.ge

ჩამოტვირთე კითხვარი

გთხოვთ, უპასუხოთ ქვემოთ ჩამოთვლილ შეკითხვებს. თითეული პასუხი არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას. თქვენ შეგიძლიათ არ უპასუხოთ ზოგიერთ შეკითხვას

ეკონომიკა, ბიუჯეტი, დასაქმება

  • ეკონომიკური განვითარება: როგორი იქნება თქვენი პოლიტიკა ადგილობრივ თვითმმართველობებში ეკონომიკური განვითარების მისაღწევად? გთხოვთ აღწეროთ თქვენი სამი პრიორიტეტი.
  • ადგილობრივი ბიუჯეტი: რამდენ პროცენტიან  მინიმალურ ზრდას გეგმავთ ადგილობრივ ბიუჯეტებში თქვენი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად?
  • ბიზნესი და ინვესტიციები: რა პოლიტიკას გაატარებთ ბიზნეს და კომერციული ინფრასტრუტურის გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად ქვეყანაში?
  • ურბანული განვითარება: რა პოლიტიკას გაატარებთ ურბანული განვითარების მხარდასაჭერად ქვეყანაში?
  • ვაჭრობა და სოფლის მეურნებობა: რა პოლიტიკას გაატარებთ სოფლად მაცხოვრებელთათვის ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური შესაძლებლობების გასაზრდელად?
  • საერთაშორისო ვაჭრობა: რა პოლიტიკას გაატარებთ საერთაშორისო სავაჭრო კავშირების გასაუმჯობესებლად?

ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი

  • ინფრასტრუქტურა: რა ღონისძიებებს გაატარებთ საგზაო და ბიზნეს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გაუმჯობესებისათვის ქვეყანაში?
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი: რა პოლიტიკას გაატარებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესებისათვის ქვეყანაში?
  • შეზღუდული შესაძლებლობების პირები: რა ღონისძიებების გატარებას გეგმავთ შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საზოგადოებრივ სივრცეებში გადაადგილების შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის?
  • საგზაო მოძრაობა: რა პოლიტიკის გატარებას აპირებთ ქვეყანაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად?

კულტურა და განათლება

  • კულტურა: რა პოლიტიკას გაატარებთ კულტურული ცხოვრების გაუმჯობესებისათვის?
  • განათლება: რა პოლიტიკას გაატარებთ განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის?

უსაფრთხოება და კრიმინალი

  • უსაფრთხოება და კრიმინალი: რა პოლიტიკას გაატარებთ კრიმინალის წინააღმდეგ და მისი პრევენციისთვის?

ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა

  • პირველადი ჯანდაცვა: რა პოლიტიკას გაატარებთ პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად?
  • ჯანდაცვა: რა პოლიტიკას გაატარებთ ჯანდაცვის ზოგადი ინდიკატორების გასაუმჯობესებლად ქვეყანაში?
  • სოციალური პოლიტიკა: როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა და რა სოციალური პროგრამების განხორციელებისათვის იზრუნებთ?

ეკოლოგია, რეკრეაცია და სპორტი

  • ეკოლოგია: რა პოლიტიკას გაატარებთ ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გარემოს დაბინძურების შესამცირებლად?
  • სპორტი: რა პოლიტიკას გაატარებთ სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის და სპორტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად?

სხვა საკითხები

  • ჯანსაღი საკვები და წყალი: რა პოლიტიკას გაატარებთ ჯანსაღი საკვებისა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობისათვის ქვეყანაში?
  • საბინადრო პოლიტიკა: რა პოლიტიკას გაატარებთ უკეთესი ხარისხის საბინადრო პირობების შესაქმნელად მოქალაქეთათვის?

პროექტის დონორი

პროექტი "დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში" ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს facebook გვერდს.

პარტნიორები