ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ პარტიებს განვითარებად დემოკრატიებში. ჩვენს მიდგომას ახასიათებს მრავალპარტიული დიალოგი: ჩვენ ხელს ვუწყობთ პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობას პოლიტიკურ საკითხებზე. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას.
დამატებით, ვეხმარებით პოლიტიკურ პარტიებს გახდნენ მეტად ეფექტური და პოლიტიკურ პროგრამებზე ორიენტირებული. ამას ჩვენ პოლიტიკური პარტიების პროგრამული და ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარების პროექტებით ვაკეთებთ. ასევე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ჯგუფების პოლიტიკაში მონაწილეობის გაძლიერებას ვუთმობთ, რომლებიც სხვა და სხვა მიზეზების გამო პოლიტიკური პროცესების მიღმა რჩებიან ხოლმე.
ქვეყანის დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშესაწყობად, ჩვენ პოლიტიკური განათლების პროგრამებს ვახორციელებთ. ეს პროგრამები დემოკრატიულ ღირებულებებზე, ცოდნისა და საქმიანი უნარების გაუმჯობესებაზეა ფოკუსირებული. ზოგადად, პოლიტიკოსებს უფრო მეტად აინტერესებთ ისწავლონ მათივე კოლეგების გამოცდილებიდან, ვიდრე პროექტის მენეჯერების თუ კონსულტანტებისგან. შესაბამისად, ჩვენს ყველა პროგრამაში - საერთაშორისო გაცვლებისა და საქმიანი კავშირების შექმნის ღონისძიებების საშუალებით, აქტიურად ვუწყობთ ხელს ცოდნის გაზიარებას პოლიტიკოსებს შორის.