პოლიტიკური პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ იმ პროგრამებზე, რომლითაც ისინი არჩევნებზე წარდგებიან, მიუხედავად იმისა, ეს კოალიციის ფარგლებში ხდება თუ ინდივიდუალურად. შესაბამისად, ჩვენი ვებ-გვერდი შეადარებს პარტიების პროგრამებსა და ხედვებს იმის მიუხედავად თუ რა ფორმატში მონაწილეობდა ესა თუ ის პარტია არჩევნებში. მაგალითად, თუკი პარტია A 2012 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად იღებდა მონაწილეობას, 2016-ში კი კოალიციურად მონაწილეობს, მისი წლევანდელი წინასაარჩევნო პროგრამა შედარდება მისსავე 2012-წლის პროგრამას.