www.partiebi.ge NIMD-ის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს, როგორც პარტიათა პოლიტიკური წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ.
იმისათვის, რათა ერთის მხრივ, წაგვეხალისებინა კონკრეტული პოლიტიკური ხედვების ფორმირება პოლიტიკურ პარტიებში და მეორეს მხრივ, არჩევნებში მონაწილე პარტიათა ხედვები საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით მიგვეწოდებინა, ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ მოკლე, ლაკონური პასუხები გაეცათ ქვეყნისათვის აქტუალურ და მნიშვნელოვან 29 საკითხთან მიმართებაში. თითოეულ პარტიას, ყველა კითხვაზე თანაბარი მოცულობის - მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეეძლო.
ამ ვებ-გვერდის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ ცალკეული პოლიტიკური პარტიების ხედვებს და თქვენთვის საინტერესო საკითხებზე თემატურად შეადაროთ ერთმანეთს. სოციალური მედიის აპლიკაციები კი, საშუალებას მოგცემთ ადვილად გაავრცელოთ და იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო იმ საკითხებზე, რომელთაც აქ იხილავთ.
იმედი გვაქვს, აქტიურად გამოიყენებთ ამ სასარგებლო რესურსს.