"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"დღეს მოქმედი სახით 2014 წლის მაისში დაფუძნდა, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" რეორგანიზაციის შედეგად. პარტიის თავმჯდომარეა ნინო ბურჯანაძე. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან: დიმიტრი ლორთქიფანიძე, გიგლა ბარამიძე, ბესიკ დანელია, ანზორ ბიწაძე, მანანა სალუქვაძე, ბაკურ ბაკურაძე, გიორგი ახვლედიანი და სხვები. პარტიას აქვს ახალგაზრდული ორგანიზაცია, ხელმძღვანელი - ბექა პეტრიაშვილი და ქალთა ორგანიზაცია, ხელმძღვანელი - თამარ ზურაშვილი. პარტიას საქართველოს მასშტაბით ჰყავს 148 დეპუტატი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" მონაწილეობას იღებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. პარტია არჩევნებზე გადის საარჩევნო ბლოკით "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა", რომელშიც, მის გარდა, გაერთიანებულია მეორე პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო".
პარტიის ვებ-გვერდი: www.democrats.ge
ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია
მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას
პოლიტიკური პარტიების/ბლოკების პროგრამების აუდიო ვერსიები უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.