შეადარეთ პოლიტიკური პროგრამები თემატურად
დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის

პარტიის წევრთა ძირითადი გუნდის საქმიანობა, 2015 წლის გაზაფხულზე, არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნით დაიწყო. ორგანიზაციაში სახელწოდებით „საქართველო მშვიდობისათვის", გაერთიანდნენ ეკონომიკის, სახელმწიფოს მოწყობის, განათლების, სამხედრო საქმიანობის და სხვა დარგების სპეციალისტები. ორგანიზაციის პოლიტიკურ გაერთიანებად - პარტიად ჩამოყალიბების საჭიროება მალევე გამოიკვეთა. 2015 წლის 11 ოქტომბერს, პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ყრილობამ პარტიის ხელმძღვანელად დავით თევზაძე ერთხმად აირჩია. ასევე, აირჩია პარტიის მთავარი კომიტეტი, რომელსაც დაევალა პარტიის სტრატეგიის შემუშავება და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მომზადება.


2016 წლის 17 მაისს, პარტია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, სახელწოდებით „დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის" დარეგისტრირდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, პარტიამ  მაჟორიტარობის 19 კანდიდატი წარადგინა.


პარტიის ვებ-გვერდი: www.g4p.ge


ჩამოტვირთეთ კითხვარის სრული ვერსია

 

მოუსმინეთ კითხვარის აუდიო ვერსიას

 

პოლიტიკური პარტიების/ბლოკების პროგრამების აუდიო ვერსიები უსინათლოთა კავშირის მიერ მომზადდა.

პარტიის პოზიცია